თანამედროვე ეპოქაში გაცობრიობის ერთ-ერთი
უმთავრესი სიგარეტის მოწევა-თამბაქო. ჩვენ ვიცით, რომ სიგარეტი-თამბაქო ადამიანის სიცოცხლეს
საფრთხეს უქმნის, კვლავს ადამიანებს. სამწუხაროდ მისი მომხმარებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ადამიანები მიუხედავად ყველაფრისა მაინც ეწევენ სიგარეტს. 1970 წელს საერთაშორისო
ჯანმრთელობის ასამბლეამ მთელი საერთაშორისო
ჯანმრთელობის ორგანიზაციეებს მიმართა სიგარეტის ( თამბაქოს ) მავნებლობის შესახებ,
აღნიშნა მის მიერ გამოწვეული დაავადებების შესახებ და აგრეთვე მიყებული იქნა სხვადასხვა
ღონისძიებები. ამავე წლიდან გაჩნდა მრავალი კომპანიები, რომლებიც იბრძვიან დღეს სიგარეტის
მოწევის წინააღმდეგ. მაგრამ საწყენი პაქტია, რომ დღესდღეობით ჯერ კიდევ თამბაქოს გამოწვეული
ზიანების გამო ბევრი ადამიანი კვდება.
მოწევა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის–ეს სიტყვები ერთნაირად ნაცნობია როგორც მწეველი ისე არამწეველი მოსახლეობისთვის.მიუხედავად ამისა მწეველთა უმრავლესობას გაცნობიერებული არ აქვს თუ რა საფრთხეს უქმნის სიგარეტი მათ სიცოცხლეს და მის მიმართ მონურ მორჩილებაში იმყოფებიან.ზოგი დარდის გასაქარვებლად,ზოგიც კი მოდის აყოლის მიზნით უარს ამბობს იმ „სიამოვნებაზე“ რომელსაც არასახარბიელო შედეგი შეიძელბა მოჰყვეს.იმაში დასარწმუნებლად რომ მოწევა ნამდვილად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს,საჭიროა ნათლად დავინახოთ ის უარყოფითი გავლენა,.რასაც სიგარეტი ახდენს თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკურ თუ სულიერ სიჯანსაღეზე.
მწეველთა დიდი ნაწილი ფიქრობს,რომ სიგარეტის საშუალებით ყველა უსიამოვნებას ივიწყებს,თავისუფლად აზროვნებს,მაგრამ თუ გაითვალისწინებს მის მავნებლობას,მაშინ ადვილად მიხვდება,რომ სიგარეტის ბოლს შეიძლება თავისი სიცოცხლეც გაატანოს
მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი მწველია
და მათი 80% განუვითარებულ და განვითარების პროცესში მყოფ ქვეყნებზეა. მათ შორის საქართველოც ერთ-ერთი უდიდეს ადგილს იკავებს.
სტატისტიკურ მონაცემების თანახმადქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და
შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს.
ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში – მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია.
სტატისტიკური მონაცემებით: 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი
40-48%-ში ნიკოტინია, ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% კი სიგარეტის მოწევას უკავშირდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვამცნობს, რომ თამბაქოს მოხმარებისაგან ყოველ
8 წამში ერთი ადამიანი იღუპება! როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამინები, რომლებიც
მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი
მწეველთა 70%-ია)
და აგრძელებენ მას ორი დეკადის ან მეტის განმავლობაში, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე
ვიდრე ადამიანები, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ.
თამბაქოს
საზიანო მხარებზე გადასვლამდე მოდით ჯერ გავარკვიოთ, რას შეიცავს თამბაქოს კვამლი.
სამედიცინო კვლევების შედეგად აღმოაჩინეს,
რომ თამბაქოს გვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიერ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის ნიკოტინს,
ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის
ჰიდროგენს, აკროლეინს და სხვა უამრავს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის შეადგენს
კარციროგენს. მათ შორის არის ისეთი ძლიერი მოქმედების კარციროგენული აგენტები, როგორცაა
აზბესტი, დარიშხანი,ბენზოლი და რადონის აირი.
აქვე იმის თქმაც კარგი იქნებოდა, რომ
როგორც აღვნიშნეთ თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000- ზე მეტ ქიმიერ ნივთიერებას, ამ
4000-მდე ქმიერი ნივთიერების არც ერთი არ არის ჯანმრთელობისთვის სასრგებლო ან უვნებელი,
პირიქით ყველაფერი ძალიან ტოკსიკურია. მათ შორის ერთ-ერთია ნიკოტინი.
აქ უფრო მეტი ყურადღება გვინდა მივაქციოთ
ნიკოტინს. მისგან სამეტიცინო სფეროში არასოდეს იყენება და საკმაოდ საშიში და ტოქსიკური
ნივთიერებაა. თუ 100-120 მილლიგრამ რაოდენობის ნიკოტინს დავარტყამთ ნებისმიერ რომელიმე
ადამიანს არტერიაში, ეს შეიძლება მიზეზი იქნას იმ ადამიანის სიკვდილისა. მაგრამ საინტერესოა
ის , რომ იმ მოცულობის, ანუ 100-120 მილიგრამი
ნიკოტინი ორი შეკვრა სიგარეტში არსებობს.
მოდით
ახლა კი, განვიხილოთ თამბაქოს ზიანები ჩვენს ჯანმრთელობაში.
როგორც ადრეც ავნიშნეთ, რომ თამბაქო
დიდ ზიანს უყენებს ადამიანების ჯამრთელობაში. იგი, დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის
ძირითად სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელ ორგანოებზე–სასუნთქ სისტემაზე. ამის შესახებ
ვრცლად საუპარი და უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ რამდენიმე
კონკრეტული მაგალითი მოვიყვანოთ
მრავალი წლის მაძილზე მწველთა შორის სხვადასხვა დაავადებები
გაჩნდება.რამდენიმე მათგანი აღვნიშნოთ.
v სიგარეტის მოწევის შედეგად ჩნდება უმადობა.
v მონელების პროცესს ართულებს
v კბილებს აყვითლებს.
v მიზეზი ხდება გუჭის ჭრილობისა
v ტუჩების, ენისა და საყლაპავის კიბოს
აჩენს.
v იწყება ხველება და გროვდება ნახველი.
v ქრონიგული ბრონხიდი.
v ხორხისა და ფილტვის კიბო უფრო ხშირი
შემთხვევებში აღნიშნება მწველთა შორის
v ღვიძლისა და ხორხის კიბოს გამოწვევის
90%-ის მიზეზია სიგარეტის მოწევა.
v არტერიების კედლებში იწყება ელასტიკურობის
შემცირება.
v მკლავისა და ფეხის არტერიებში ხდება
შეგუბება. ამ დროს ვითარდება განგრენის დაავადება, რის შედეგადაც ხდება ფეხისა და მკლავის
მოკვეთა.
v ტვინის მკვებავი კედლების კარგავს ელასტიურობას,
ხდება გაჟონვა და პარალიზება.
v მეხსიერება თანდათან სუტდება, იმიტომ
რომ არტერიებში იწვევა ათეროსკლეროზი.
v ადამიანში ჩნდება უძილობა და კარგავს
განწყობას.
v განი სწრაფად ბერდება
v ორსულობის პერიოტში, ბავშვი რომელიც
არ არის დაბადებული ზიანდება, იბადება მკვდარი ბავშვი ან სუსტი ბავშვი.
v მწველთა გარშემო მყოფი ადამიანებიც
ზიანდება, ოჯახში თუ მამა ეწევა ის აზიანებს თავის შვილს
აგრეთვე ინფორმაციისთვის ისევ აღვნიშნოთ,
რომ თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება ასევე კბილის მიანქარი,რაც იწვევსკარიესის გაჩენას.ხშირად ჩნდება სტომატიტ.ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა,რაც ხელს უწყობს კბილის ქვის გაჩენას.თამბაქოს ბოლი შეიცავს ამიაკს რომელიც აღიზიანებს პირის ღრუს,ლორწოვანს,ჯირკვალს,ხორხს,ტრაქეას,ბრონქებს.სიგარეტის მწეველს ღვიძლი გაფაშრებული აქვს.თამბაქოს წევის დროს,განსაკუთრებით ახალგაზრებში ხახის პირი ერთგვარად ანთებითი ხდება და ვითარდება ანგინა.თამბაქოს ბოლი აგრეთვერ გავლენას ახდენს მბგერავ იოგებზე.
ამ
უკანასკნელ წლებში სერიოზულ ყურადღებას აქცევენ თამბაქოს ბოლის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.1 კგ თამბაქოდან მოწევის დროს ბოლში ხვდება 30–დან 70 გრ–მდე კუპრის მაგვარი ნივთიერება.ჯერ კიდევ 1939 წელს ერთმა არგენტინელმა მეცნიერმა თვისობრივი ანალიზის მეთოდით შეძლო დაემტკიცებინა თამბაქოს ბოლში ბეზიპირენის არსებობა,ამას ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნე.
ორი ცალი
სიგარეტის მოწევის შემდეგ სისტოლური წნევა საშუალოდ 38მმ–ით მატულობს.დიასტოლური კი
30 მმ–ით.ნიკოტინის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვთა სპაზმები,სხეულის
სხვადასხვა ნაწილში და სხვადასხვა ორგანოებში. მათ შორის გულში და ქვედა კიდურებში.სისხლით
გულის კუნთის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების სპაზმა შეიძლება გამოიწვიოს.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgIxJ2hfQV-9hBfVQwrOG4JxPPNnnuWXb9URoKRM7rMUNOM2cfdjgHUipG9PsCFnIXYAflZobZe4zjA0yax5kp4u4XlWOYyYFeolB0OztdZx8I0OfaGSSs0TpQt8_tZvXHjYI5VSKtxwoY/s320/%25E1%2583%2593%25E1%2583%25A1%25E1%2583%2590.jpg)
ამასთან დაკავშირებით გვაქვს ერთ-ერთი
ვიდეო და გვინდა, რომ, გაგიზიაროთ.
წარგადგენთ
რამდენიმე მნიშვნელოვან რიცხვსა და ფაქტს...!
1.
ცნობისათვის
აღვნიშნოთ, რომ საერთაშორისო ჯანმრთელობის ორგანიზაციებისსტატისტიკამ გვაჩვენა, რომ
მთელ მსოფლიოში ერთი მილიარდი მამაკაცი, 250 მილიონამდე ქალი ეწევა სიკარეტს
2.
თამბაქოს
პროტუქცია კლავს დაახლოებით 6 წამში ერთ ადამიანს
3.
მე-20
საუკუნეში ერთი მილიონი ადამიანი გახდა სიგარეტის-თამბაქოს მსხვერბილი.
4.
ყოველ
წელს, დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანი კვდება სიგარეტის მოწამვლის შედეგად.
5.
21-ე
საუკუნეში ერთი მილიარდი ადამიანის სიცოცხლის შედეგი იქნება სიკვდილი-სიგარეტის მოწევის
შედეგად.
6.
თამბაქო,
საშუალო გამოთვლით 15 წლით ამცირებს ადამიანის სიცოცხლეს.
7.
ყოველ
10 ადამიანიდან ერთის სიკვდლიანების შედეგი არის სიგარეტის მოწევა
8.
სიგარეტის
მოწევის შედეგად ფილტვების კიბოს დაავადების რაოდენობა 23ჯერ მეტია, მათზე ვინც არ
ეწევა, ქალებში კი 13ჯერ მეტია ფილტვის კიბოს დაავადება.
9.
სიგარეტის
მწველთა ოჯახში მცხოვრები 10 ბავშვიდან დაუცველია სიგარეტის პასიური წევისგან
10.
პასიური
მოწევის შედეგად მსოფლიოში შვიდასი მილიონი ბავშვი რჩება თამბაქოს კვამლის საზიანო
ზემოქმედების „ ექსპოზიციის“ ქვეშ.
თუ გავითვალისწინებთ
აღნიშნულ რიცხვებს და პაქტებს, უეჯველად შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ მომავალში ჩვენ ძალიან
დიდი საფრთხე გველოდება.
არ დაგვავიწყდეს!
1)
ბოლო სიგარეტის მოწევის
შემდეგ წნევა, პულსი-გულისცემა ხელ-ფეხის სითბო ნორმაზე დგება.
2)
8 საათის შემდეგ ორგანიზმში
ნიკოტინისა და კარბონ მონოქსიდის დონე იკლებს...
3)
24 საათის შემდეგ კარბონ
მონოქსიდი აღარ რჩება ორგანიზმში..
4)
48 საათის შემდეგ ორგანიზმი
მთლიანად სუფთავდება ნიკოტინისგან...
5)
72 საათის შემდეგ სუნთქვა
ნორმალურ დონეს აღწევს და ორგანიზმი ენერგიული ხდება.
6)
2-12 კვირის შემდეგ ორგანიზმში
სისხლის მიმოქცევა 30%-ი მატულობს.
7)
3-9 თვის შემდეგ ხვლება
და მკერდზე უცნაური ხმები იკლებს.
8)
ერთი წლის შემდეგ გულის დაავადებების რისკი მწველებთან
შედარებით ჩაიწევა.
9)
5 წლის შემდეგ პირისა და
ხორხის კიბოს გამო სიკვდილის რისკი მცირდება.
ამ აღნიშნულთაგან გამომდინარე უპრალოდ
აღვნიშნავთ მას, რომ აშკარად ეტყობა სიგარეტი-თამბაქო ჩვენს ორგანიზმაში საკმაოდ დიდი
ზიანს უღენებს.მოდით ამით არ დავკარგოთ ჯანმრთელობა და მოდით არ მოვკვდათ სიგარეტის
მოწამვლის გამო. არ მოვკვდათ რომ უკან თვალცრემლიანი ოჯახი და ახლობლები არ დავტოვოთ.